ლაშის თემი




სოფელ ლაშის საკრებულო




 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ლაშის ადმინისტრაციული ერთეული მოიცავს ხუთ სოფელს: საკუთრივ ლაშეს, ღვერკს, უჩამეთს ხემაღალსა და  ლაშის იგორეთს.
 აქ ჰავა საკმაოდ ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. ტერიტორია რელიეფური თვალსაზრისით  მთაგორიანია. დაბალ ზონაში გავრცელებულია ხირხატიანი ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგი, აგრეთვე ფრაგმენტებათ ჩამოყალიბებულია ტყის ყომრალი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების კომპლექსი. აქ ვხვდებით როგორც კოლხეთის მესამეულ რელიქტებსა და ენდემებს, როგორიცაა შქერი, წყავი, ასევე სამხრეთის ფლორის იშვიათ წარმომადგენლებს ხუჭუჭა მაჩიტას, ცრუაღმოსავლურ ყაყაჩოს. უმთავრეს ბუნებრივ სიმდიდრეს ტყე წარმოადგენს.        
ლაშის  მთავარი მდინარეა ჩხერიმელა, რომელის მარჯვენა შენაკადია მდინარე ყარნება,




იგი სარგვეშის საკრებულოს ტერიტორიიდან იღებს სათავეს და  თითქმის შუაზე კვეთს ამავე საკრებულოს ოთხივე სოფელს. იგი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, ჩანჩქერების სიუხვითა და ორგანული სამყაროს მრავალფეროვნებით. სოფელ საბეში არის უნიკალური თვისებების მიწა, რომელსიც გამოიყენება საპნების, სამპუნების, კრემების, ჭურჭლის ჟელეების დასამზადებლად, ხოლო ვარძანეთის უბანში არის სამკურნალო წყალი, რომელსაც კანის დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. ეს სამკურნალო წყალი და უნიკალური თვისებების მიწის ზედაპირზე ჩმონადენი წყალი თავს იყრის მდინარე ყარნებაში და წყალს სამკურნალო თვისებებს სძენს. ცივი ანკარა მდინარე მდიდარია ორგანული სამყაროთი, კალაპოტში დაგროვილი აქვს დიდი რაოდენობისა და ზომის ლოდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ მას ახასიათებს       წყალმოვარდნები.
მდინარის სახეობრივ შემადგენლობას არ განუცდია ცვლილება, აქ გავრცელებულია ისევ ის სახეობის თევზები, რომესაც იჭერდნენ ჩვენი წინაპრები 200 წლის წინათ.
ხალხში არსებობს თქმულება მდინარის სახელთან დაკავშირებით; ოსმალთა შემოსევების ხანაში ერთ-ერთი ბრძოლის დროს, რომელიც მდინარის მიდამოებში მომხდარა ადრიან გაზაფხულზე, დაღუპულთა გვამებს ყორნები დასევია. ხშირი წვიმების შედეგად მდინარე ადიდებულა და ყორნებით ავსილა. მოსახლეობამ ყორნებით სავსე მდინარეს ,,ყორნება“ უწოდა. დროთა განმავლობაში სიტყვამ ფორმა იცვალა და ,,ყარნებად“იწოდა.
სოფელი ლაშე მდებარეობს ზღვის დონიდან 360 მეტრ სიმაღლეზე, მდინარე ჩხერიმელას ხეობაში. ხარაგაულიდან 5 კილომეტრზე.
იხსენიება შემდეგ წყაროებშივახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:758,17, სქ. 1). იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (დასსაქ.საბ. 1921: 25, 26; ქართსამართძეგ. 1970: 509), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 309).
ვახუშტი ბაგრატიონი მლაშეს შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო ხარაგაულის ზეით არსჩხერიმელაზედმლაშე,ჩდილოდ“ (ქც 4: 758,17, სქ. 1).
პირველად მოხსენიებულია XVI -ში (დასსაქსაბ. 1921:25, 26). XVIII -ის მეორე ნახევრის „ქართლ-კახეთისაღწერაში“ ხეფინის ხევის სოფლების სიაშია და მირიან ბატონიშვილის საკუთრებაა (ბაგრატიონი 1986:44). იოჰანგიულდენშტედტი სოფმლაშეს იმერეთის მეფის საკუთრებად მოიხსენიებს (გიულდენშტედტი 1962: 309).
სოფლაშეს ტერიტორიაზე დგას გვიანი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია (აბაშიძისადა ციხე-დარბაზისნანგრევები (ბარნაველი 1959: 96).
სოფელ ხემაღლის დასაწყისში  მკვეთრად შემაღლებულ ბორცვზე ციხის ნანგრევებია. აქ  ტყე-ბუჩქებით შემოსილ მიწის ამაღლებაზე თვლემს ამ პატარა სოფლის ისტორია. ირგვლივ მიმოყრილია ძველი ციხის ნანგრევები, ხავსიანი ქვები. მხოლოდ ციხის ერთი ფრაგმენტი, ერთი გალავანი დგას ფეხზე დრო-ჟამისაგან დაუძლურებული. ამ ადგილისთვის სოფელს ,,ციხისყელი“ შეურქმევია.  

 სოფლის უხუცესების გადმოცემით,  ციხე სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებშია აგებული.  ამ ციხის ჩრდილო მხარეზე მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, როცა კოლმეურნეები ვენახის გასაშენებლად მიწას აბრუნებდნენ, უპოვიათ ისრის პირები, ხანჯალი და სხვა საბრძოლო იარაღის ნაწილები. სავარაუდოა, ციხეს თავდაცვითი, სტრატეგიული მნიშვნელობა ქონდა. უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ აქ ანთებდნენ კოცონს და ატყობინებდნენ სხვა ანალოგიურ ციხეებს მტრის შემოსევის შესახებ.


ამ ციხეში ყოფილა ჭურებიც.  აქ არა მარტო ღვინოს,  წყალსაც  იმარაგებდნენ რამდენიმე დღის ან კვირის სამყოფსაც. ციხე, გადმოცემით, გვირაბით უკავშირდებოდა მდინარე ყარნებას.
სოფ. ლაშეს ტერიტორია არქეოლოგიურად შესასწავლია. იქნებ, ეს სწორედ ის ციხეა, რომელიც მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილთან: ,,ვარძიის ხევს ზეით, ძირულაზედ, არს ხარაგეულს ციხე შენი. ამ ციხესთან ეყრების  ძირულას ჩხერიმელა აღმოსავლეთიდამ“ (ქც IV გვ.758). ციხე ტერიტორიულად მართლაცდა ახლოსაა მდინარე ჩხერიმელასა და   ძირულის შესართავთან. ეჭვს კი იწვევს ის ფაქტი, რომ ლაშის ტერიტორია ღბუაშვილ აბაშიძეთა საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო ხარაგაულის ციხე-მამუკაშვილ-აბაშიძეთა საკუთრებაა. არადა, არსებობს ხალხში გავრცელებული მოსაზრებაც, რომ სწორედ, ლაშის ციხეში დაქორწინდა  მეფე ვახტანგ მეექვსე: ,,და შემდგომად ქაიხოსროს წარსვლისა წარიყვანა ვახტანგ იგი და დედინაცვალი თვსი და ძმანი თვსნი და მივიდა ხარაგაულს და მუნ ნებითა მეფისა ჰყო ქორწილი არა დიდებული“ (ქც IV, გვ 474)ლაშეს ტერიტორია არქეოლოგიურად შესასწავლია. 

ლაშის ტერიტორიაზე  აღმოჩენილია ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მინიატურული ვერძის ქანდაკება, რომელიც განეკუთვნება გვიანი ბრინჯაოს ხანის ბოლოს და რკინის ხანის დასაწყისს.  აკადემიკოს ალ. ჯავახიშვილის დასკვნით იგი ძვ. წელთაღრიცხვის VII V . განეკუთვნება. ლაშის ანთიმოიანი ბრინჯაოს ვერძის ფიგურა დახვეწილი გემოვნებითაა შესრულებულიმას ამკობს ნაწნავისებური ორნამენტი და წარმოადგენს კოლხური კულტურის საუკეთესო ნიმუშს. აღნიშნული ექსპონატი დაცულია ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და  ნათელყოფს ამ სოფლის ისტორიის სიძველეს.
სოფელში, მდინარე ჩერიმელას ხეობაში, შემაღლებულ ბორცვზე არის ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. უფრო ადრე მის ადგილას ციხე ყოფილა გალავნით. სამწუხაროდ, ისტორიულ წყაროებში ეს ციხე ფიქსირებული არ არის. ზეპირი გადმოცემით, იგი დაუნგრევიათ და იმ მასალით აბაშიძეებს XVIII -ში საგვარეულო ეკლესია აუშენებიათ.
იგი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. ეკლესიას ჰქონია მოხარატებული კარი. სოფლის მკვიდრის ირაკლი მანჯავიძის ინფორმაციით იგი სვანეთიდან ჩამოუტანია ვინმე ჯაშია დევდარიანს, რომელსაც დამ ქალიშვილი ურჯულოებზე გაუყიდა. გაჯავრებულმა ჯაშიამ სვანეთში ერთ-ერთ ეკლესიას ჩამოხსნა კარი, ლაშეში ჩამოიტანა და ამ ეკლესიის ხატს ,,გადასცა თავისი და. სწორედ დევდარიანების ამ სოფელში დასახლება აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება.
1926 წელს ეკლესია დაუნგრევიათ და მოხარატებული კარი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის გადაუციათ. კარი ხელოვნების იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს
. ლაშის ვანის ღვთისმშობლის  ეკლესია წლების მანძილზე  დანგრეული იყო და 2010 წელს დაიწყო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. დღეს კი აქ წირვა-ლოცვა აღევლინება.
ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესიაზე აღნიშნავენ ღვთისმშობლობის და მარიამობის დღესასწაულებს. სოფელ ლაშეში ივლისის თვის პირველ შაბათ-კვირას დღესასწაულობენ ,,რიყელობას. ლაშეში არის აგრეთვე წმ. ბარბარეს სახელობის და კვირაცხოვლობის ეკლესიები.
XIX –XX სს. მიჯნაზე ზემო იმერეთის არისტოკრატიულ ოჯახთა შორის გამორჩეული ყოფილან ლაშელი აბაშიძენი, მათ ოჯახში მთელი საქართველოს არისტოკრატია იყრიდა თავს.
ვახუშტის რუკის მიხედვით ლაშეში ყოფილა მთავრის დიდებული სასახლე.
სოფელში იყო მეფუტკრეობის მეურნეობასადაც გამოჰყავდათ მთის რუხი ფუტკრის იშვიათი ჯიში.(სოფელში ჯერ კიდევ ამაყად დგას მეფუტკრეობის მეურნეობის ადმინისტრაციული შენობა).

მეოცე საუკუნის 30-იან წლები აქ ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა. მისდევდნენ მევენახეობასა და მესიმინდეობას, არსებობდა ფერმაც.

                                                   ლაშის სკოლის ისტორიიდან




ლაშის სკოლა ერთ-ერთი უძველესი სკოლაა რაიონში. მისი ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. საგაზეთო პუბლიკაციებზე დაყრდნობით ლაშეში 1893 წელს მღვდელ გიორგი მანჯავიძის მიერ დაარსებულა ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა. სადაც მასწავლებლად მოწვეულ იქნა ქუთაისის სასულიერო ორკლასიანი სასწავლებლის კურსდამთავრებული ივანე მანჯავიძე. სკოლას არ გააჩნდა მატერიალური ბაზა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, არცაა გასაკვირი, რადგან ცარისტული ხელისუფლება არ ზრუნავდა განათლებაზე. სკოლა ეკლესიის შენობაში იყო განთავსებული და დახურვის პირას იყო. თავადმა გრიშა აბაშიძემ კი  სკოლა დახურვას გადაარჩინა 1899წელს (,,ივერია“1899 წ. №265). სკოლის შენობის ასაგებად ადგილი გამოყო კიდეც.
ლაშელ  აბაშიძეთა სასახლეში ხშირად  იმართებოდა ვახშმიანი საღამოები, სადაც გროვდებოდა შემოწირულობები და ხმარდებოდა სკოლის მშენებლობას.
მეოცე საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს  ეპარქიის დედაქალაქ ქუთაისში დუღდა და ჰყვაოდა კულტურულ- ლიტერატურული ცხოვრება. ამ პერიოდში გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ხელდასმული მღვდელი სიმონ მჭედლიძე აარსებს სარწმუნოებრივ- ზნეობრივ გაზეთს ,, შინაური საქმეები“ , შემდეგ კი -,,იმერეთის სარწმუნოებრივ- -განმანათლებელ ძმობას“. მღვდელი სიმონ მჭედლიძე მოღვაწეობდა სოფელ ლაშეში, უჩამეთსა და ხემაღალში. აქ ეწეოდა სასულიერო ცხოვრებას. ნამდვილ მამულიშვილს მიაჩნდა, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა სოფელში სკოლის არსებობა, რადგან გლეხობას უნდა მიეღო სწავლა-განათლება, ესწავლა წერა-კითხვა.
...და ჩაუდგა სათავეში ხალხს, შემოიკრიბა თანამოაზრეები: გრიშა აბაშიძე, არტევან კვინიკაძე სხვები და სხვები და დაიწყო სკოლის მშენებლობა. 1918 წელს კი დამთავრდა კარგი, კაპიტალური, ორსართულიანი ქვითკირის შენობა, რომელიც აიგო ხალხიდან შემოწირული სახსრებით.
 მისი პირველი გამგეც სწორედ, მღვდელი სიმონ მჭედლიძე გახლდათ და სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა მას.
სკოლაში  ჯერ ორკლასიანი,  ოთხკლასიანი და რვაკლასიანი სწავლება მიმდინარეობდა, ხოლო 1958 წლიდან  საშუალო სკოლად გადაკეთდა, ახლა კი აქ 12 წლიანი სწავლებაა. სკოლის ინიციატივით მას წმინდა მღვდელმოწამის სიმონ მჭედლიძის სახელი მიენიჭა. 1998 წელს სკოლაში აღინიშნა   მისი დაარსებიდან 80 წლის იუბილე. სკოლას ეწვივნენ წმინდა მღვდელმოწამის შთამომავლები: შვილი მარგალიტა მჭედლიძე, შვილიშვილები პროფესორი დამანა მელიქიშვილი, კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე, წმინდანის შვილთაშვილები და სამღვდელო კრებული. სკოლას გადასცეს ახალმოწამეთა ხატი,
ბიბლია, აკადემიკოს დამანა მელიქიშვილის ავტორობით წიგნი ,,ახალმოწამენი"
და წმინდა მღვდელმოწამის სურათი.
სკოლა აკურთხა მარგველმა ეპისკოპოსმა მეუფე კონსტანტინემ.

                                                               სოფელი  უჩამეთი 
უჩამეთი  მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს.ზღვის დონიდან 400. სიმაღლეზე,  ხარაგაულიდან დაშორებულია  3კმ- ით.
 სოფლის ახლოს, ხანდების კლდეში არის გამოქვაბული, რომელსაც ,,დევისხვრელი ეწოდება.
  ის 1926 წელს  პროფესორმა  გიორგი ნიოირაძემ   საფუძვლიანად შეისწავლამისი მიდამოები კი გეოლოგიურად კარგად იქნა შესწავლილი სამთო ინჟინრის . სოროკინისა და გეოლოგ სიმონოვიჩის მიერ, აგრეთვე ინჟინერ-გეოლოგ . გამყრელიძის მიერ.
გამოქვაბული მშრალია და სინესტის კვალი არ შეიმჩნევა, არც სტალაქტიტები და სტალაგნიტებია, მაგრამ კლდეები ნაწილობრივ დაფარულია სტალაქტიტური კანით და ზოლებით, ამიტომაც ადგილობრივებს მიაჩნდათ, რომ ეს გამოქვაბული დევმა თავისი მაგარი ბრჭყალებით გააკეთა და თავის საცხოვრისადაც გადააქცია.
იგი მდებარეობს დაბა ხარაგაულიდან ორიოდე კილომეტრში, მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე, ხანდების კლდეზე ზღვის დონიდან  340. სიმაღლეზე და მდინარე ჩხერიმელას ზედაპირიდან  კი-80. სიმაღლეზე. მას დასავლეთიდან ესზღვრება ვიწრო ხევი, სადც პატარა ღელეს კალაპოტი გაუკეთებია ( იგი ,,რუხრუხა ღელეს" სახელითაა ცნობილი).აქვეაღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ამართულია ბუმბერაზისალი კლდეებირომლებიც სამხრეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით უფრო დაბალი ხდება და აქ მდინარე ჩხერიმელას თავისი კალაპოტი გაუკეთებია და მწვანე ქვიშაქვების ზედაპირზეთითქმის იურასა და ცარცის შრეების საზღვარზე დიდის ხმაურით ლაშეს ტაფობისაკენ მიემართებადევის ხვრელიდან ცოტა ქვემოთ ანკარა წყაროარომელსაც მოსახლეობა ,,ყვავის წყაროსეძახის.




,,დევის ხვრელი" მდებარეობს სენომანის კვარც-გლუკონატიან კრისტალურ კირქვებში, რომელთა ზემო ფენები თანდათანობით გადადის ტურონის შერგელებრივ, თხელშრეებიან კირქვებში, რომელთა ზემოთ კი მოვარდისფრო  და წითელფერის კირქვებში, სადაც ბლომადაა წითელი ფერის კაჟის კონკრეციები და ლინზები.აქედან ცხადია, რომ კაჟის ქვები, რომლებიც ბლომად გვხვდება დევის ხვრელის მიდამოებში ტურონის  კირქვებიდან არის   გამოტანილი და ჩამოყრილი.      მღვიმე -ნამოსახლარი საფუძვლიანად გამოიკვლია არქეოლოგმა გიორგი ნიორაძემ 1926-1931 წლებში. მან გამოაქვეყნა მონოგრაფიული ნაშრომი ,,პალეოლითის ადამიანი დევის ხვრელში" 1933 წელს და ამით საყოველთაოდ გახდა ცნობილი უძველესი კულტურის ძეგლების არსებობა საქართველოში.
      დევის ხვრელში აღმოჩენილი ნაშთები მიეკუთვნება ზედა პალეოლითის 40-35 ათასი წლის წინა ეპოქას.  გამოქვაბული მშრალია, სინესტე თითქმის არ ეტყობა. სტალაქტიტებსა და სტალაგნიტებს შიგნით ვერ შეამჩნევთ. კედლები დაფრულია ნაწილობრივ სტალაქტიტური კანით და აგრეთვე მისი ზოლებით, რამაც საბაბი მისცა ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს ზოლები დევის ბრჭყალების ნამოქმედარისათვის მიეწერა. ვითომც, დევმა გამოქვაბული თავისი მაგარი ბრჭყალებით გააკეთა და თავის საცხოვრებლად გადააქცია.

     
სახელი ,,დევის ხვრელი" ამ ადგილს უხსოვარი დროიდან რქმევია. სავარაუდოა, რომ ეს სახელი სწორედ, იმ დროიდანაა დამკვიდრებული, როცა დევ-კერპნი დამკვიდრდნენ ქართულ მითოლოგიაში.
   
გამოქვაბული სიგრძით 40 . აღწევს, სიგანით-5, სიმაღლე კი-4 მეტრია.
არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ აქ მცხოვრები ადამიანები უკვე დაუფლებულნი იყვნენ ქვის იარაღების (უპირატესად კაჟის) დამუშავების საკმაოდ მაღალ ტექნიკას, აკეთებდნენ სხვადასხვა დანიშნულების კაჟის იარაღებს, როგორიცაა საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები, შუბის წვერები და სხვა. მათ სცოდნიათ კიდეც ძვლის დამუშავების ხერხები, რასაც ადასტურებს ცხოველების ძვლებისაგან ნაკეთები სადგისები.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ იყენებდნენ ტყავის სამოსის შესაკერად. ხოლო დიდი რაოდენობით არსებობა კაჟის საფხეკებისა და საჭრისებისა მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამეურნეო საქმიანობაში. ასეთი იარაღით მათ შეეძლოთ ნანადირევი ცხოველების გატყავება, ტყავის დამუშავება. ეს ადამიანები თავს ირჩენდნენ ნადირობით, თევზაობით, საკვები მცენარეებით,. ნადირობაზე მიგვითითებს აქ აღმოჩენილი საბრძოლო იარაღები, ძვლოვანი მასალა. აქ გავრცელებული ყოფილა ცხოველები: დათვი, ირემი, თხა შველი, თაგვი.
ადამიანები ცხოვრობდნენ ჯგუფებად. გათხრებისას აღმოჩნდა ადამიანის ქვედა ყბის ძვალი, რომელიც 60-70 წლის კაცს ეკუთვნოდაფაუნიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ დევისხვრელის ადამიანის დროს ჰავა დღევანდელზე უფრო ცივი იყო. რის გამოც სუბალპური ზონა უფრო დაბლა იყო დაწეულივიდრე დღესაა.
დევისხვრელის ადამიანის კოლექციებში მაგიის ნიშნებიც შეიმჩნევა. ნაპოვნი იქნა ირმის კბილი, რომელსაც ფესვი გარშემო იმნაირად აქვს შემოჭრილი, რომ შესაძლოა მისი ჩამოკიდება, ან ტანსაცმელზე დამაგრება. არქეოლოგ გიორგი ნიორაძის აზრით,იგი უფრო მაგიური დანიშნულებისათვის იყო, ვიდრე სამკაული, რადგან სამკაულისათვის შედარებით მეტი კბილი იყო საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოქვაბული არქეოლოგმა გიორგი ნიორაძემ საფუძვლიანად შეისწავლა სოფლის უხუცესებს სჯერათ, რომ აქ კვლავ ბევრი რამაა შესასწავლიაქ ასეთ რამესაც ყვებიან, რომ მონადირემ მელას მწევარი დაადევნა, მელა გამოქვაბულში შესულა და მას მწევარიც მიჰყოლია, ორივენი კი სოფელ მიროწმინდაში გასულან და იქ მოუკლავს მწევარს მელა. სწორედ, მიროწმინდაში გადის დევისხვრელი.
დევის ხვრელიდან არც თუ ისე შორს ტერიტორიას ,,ბერძნების ნამოსახლს“ უწოდებენ ადგილობრივები. მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობიაზე აქ მუშაობდნენ და თან ცხოვრობდნენ ბერძენი ქვის მთლელები, რომლებიც შესანიშნავი ოსტატები ყოფილან და რკინიგზის მშენებლობისას ნაპირსამაგრ  სამუშაოებში გამოყენებული ქვები სწორედ,  მათ მიერ მიყო მოპოვებული და დამუშავებული.
სოფელ უჩამეთში არის ბოლო პერიოდში აგებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. წინათ სოფლის ტერიტორიაზე ხის ეკლესიაც ყოფილა,  მაგრამ დღეს ამ ადგილს მხოლოდ სახელიღა შემორჩა. ადგილობრივები ამ ადგილს  დღემდე ,,ნასაყდრიას უწოდებენ.

                                                        სოფელი ღვერკი

ღვერკი  მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს.
 ზღვის დონიდან -440 . ხარაგაულიდან -9 კმ.
2004 წლის დემოგრაფიული აღწერის მიხედვით სოფელში 207 კომლი დაფიქსირდა.
სოფელზე მიედინება მდინარე ყარნება. ღვერკში არის მარმარილოსებრი კირქვის საბადო - კარიერი.
სოფელი ისტროიულ წყაროებში მოიხსენიება XII საუკუნიდან. შემონახულია (XIII საუკუნის) დავით ნარინის სიგელები, სადაც მოხსენებულია ღვერკი.

სოფელში მიწის დამუშავებისას ხშირად პოულობენ თიხის ძველი ჭურჭლის ნატეხებს და ადამიანის ძვლებს. ვარაუდობენ,რომ სწორედ, აქ გადიოდა გზა აღმოსავლეთ საქართველოში მიმავალი. ხორითი-სარგვეში-საბის გავლით უმოკლესი გზით გადადიოდნენ სურამში. 
ღვერკის ტერიტორიაზე მდ. ყარნებას ხეობაში გვხვდება ,,ბეროულას ჩანჩქერი", რომელიც 20 მ. სიმაღლიდან ეშვება, გამოირჩევა თავისი ამგები ქანების რთული სტრუქტურით და სიდიადით.
ხემაღალიმდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 300 მეტრ სიმაღლეზე. ხარაგაულიდან დაშორებულია  7 კმ-ით.
ხემაღალში არის შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. რომელის აღდგენა და გადახურვა მეოცე საუკუნის 90- იან წლებში განხორციელდა ადგილობრივების ძალისხმევით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკლესიის კედლების ზედა ნაწილში ოთხივე კუთხეში ჩატანებულია თიხის პატარა ჭურები, სავარაუდოდ მას ,,დინამიკების“ ფუნქცია ქონდა და ახმოვანებდა წირვასა და გალობას. ეკლესიის გადახურვისას აქ უპოვიათ ასაფეთქებელი მასალაც(ამონალი და ფითილიც), თუმც გამოუყენებელი, სავარაუდოდ უღმერთოები აპირებდნენ მის აფეთქებას, მაგარამ ღვთის განგებით ეკლესია გადარჩენილა.
სოფელს ჩრდილოეთიდან აკრავს წაბლის ტყე. ტყის თავში დგას ბებერი მუხა, მის ფესვებზე მოსახლეობა სანთლებს ანთებს, რადგან წმინდა ადგილად მიაჩნიათ. , წმინდა ადგილს მოსახლეობა ,,ჯვრის ტყეს უწოდებს.
სოფლის სახელწოდება ,,ხემაღალი მომდინარეობს იმ ტანმაღალი ხეებისაგან, რომელიც სოფლის ტერიტორიაზე ხარობდა. ტოპონიმებიდან  აღსანიშნავია ,,ლადოური“,  ,, კოპიტნარი“,  ,,ბეროული“, რომელიც დაკავშირებულია ბერო კვინიკაძის სახელთან. მასვე უკავშირდება ხემაღლის ტერიტორიაზე კვინიკაძეთა გვარის დასახლებაც. მათი ფუძეა სოფელი საღვინე

ისტორიულად კვინიკაძეები შორაპნის ციხის მეციხოვნეები იყვნენ. ეს მებრძოლი, თავისუფალი და სამართლიანი სულის საგვარეულო, ერთ მუშტად შეკრულნი იცავდნენ სამშობლოს ერთერთ ძირითად კარიბჭეს.

პირველი ფაქტორი რამაც ამ გვარის დაქსაქსვა გამოიწვია  იყო, რომ კვინიკაძეთა გვარი თავისუფალი გლეხობას მიეკუთვნებოდა, ისინი მეციხოვნეები იყვნენ და საეკლესიო გლეხობასაც ეკუთვნოდნენ. ამას ვერ ურიგდებოდნენ ადგილობრივი ფეოდალები. სწორედ ,ეს ხდებოდა ხშირად, მათი  წინაპრების საღვინიდან აყრისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გახიზვნის მიზეზი. უძველესი დროიდან იყო კვინიკაძეთა შევიწროების ფაქტები, რაც ხშირად სიკვდილით მთავრდებოდა, ხოლო მკვლელი კვინიკაძის ოჯახი კი აიყრებოდა და მიდიოდა საღვინიდან. ასეთ შემთხვევაში სახლდებოდნენ მიუვალ, მაღალმთიან ადგილებში, სოფლის განაპირას ან სულაც ტყეში და კეთდებოდა კვინიკაძეთა ახალშენები. მეორე ფაქტორი: როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივობა გააუქმა მეფის რუსეთმა, შორაპნის ციხემ თავისი ფუნქცია დაკარგა. დარჩნენ მეციხოვნე კვინიკაძეებიც უფუნქციოდ, მათ ხელში ქონდათ იარაღი და ფული. საღვინეში სავარგული მიწები უკვე ათვისებული იყო, ამიტომ კვინიკაძეებმა დაიწყეს კარგი მიწების შესყიდვა და საღვინიდან გადასახლება. ამ შემთხვევაში ისინი სახლდებოდნენ ნოყიერი სავარგულების ახლო-მახლო.
ეს კი კვინიკაძეთა საგვარეულო გერბია.

ლაშის იგორეთი

ლაშის იგორეთი - მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ხეობაში ზღვის დონიდან  450 . ხარაგაულიდან- 6კმ. სოფელში მიედინება მდინარე გოროულა (მდინარე ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი). სოფლის მცხოვრებთა აზრით, მდინარისა და სოფლის სახელწოდებები დაკავშირებულია ტალახიან ნიადაგთან. როგორც ამბობენ, აქ ტალახი საგორავიაო. სოფლის ტოპონიმებიდან აღსანიშნავია: ,,ნასაყდარი",  ,, ნაბამბარი",    ,,ნაპურალი",    ,,ნასელარი". თითქმის საკრებულოს ყველა სოფელშია ადგილი,  რომელსაც ,,კალოს" ეძახიან. რაც მიუთითებს იმაზედ, რომ აქ პურს თესავდნენ უძველესი დროიდან. სოფლის მცხოვრებლები ლაშე- იგორეთის საზღვარზე ადგილს ,,ჯვარს“ ეძახიან.
ლაშის იგორეთი, ხედი სოფელ ხემაღლიდან


სოფელში არის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები.
ლაშის საკრებულოში აღრიცხული გვარებია: აბაშიძე,ალავიძეამაშუკელი, არჯევანიძე, ამანათოვი, ბარბაქაძე, ბოყოჩაძე, გელაშვილი, გურგენიძე, გეგეშიძე, გაჩეჩილაძე, გრძელიძე, დევდარიანი, დიდიძე, თხელიძე, თევზაძე, კვინიკაძე, კვირიკაშვილი, კერესელიძე, კიკალიშვილიკამკამიძე, კალანდაძე, კავსაძე,კოპაძე, ლაბაძე, ლუტიძე, მანჯავიძე, მაჭავარიანი, მესირიძე, მესხი, მეცხოვრიშვილი, ნიქაცაძე, ნანიტაშვილი, პაქსაშვილი, რევაზიშვილი, სხილაძე, სამხარაძე, ფანჯარაძე, ქველიაშვილიღონღაძე, შავიძე, შველიძე, შარვაძე, ჩახვაძე, ცისკაძე, ცქიტიშვილი, წიქარიშვილი, ხაჩიძე, ხარატიშვილი.

No comments:

Post a Comment