Thursday, September 10, 2015


ლაშის საჯარო სკოლის მეათეკლასელთა პროექტი ,, ჩვენი სოფელი"

პროექტი განხორციელდა 2014-2015 სასწავლო წლის პირველ სემესტრში(ოქტომბერი-ნოემბერი).
პროექტის გეგმა:

1.
პროექტის დასახელება:         ჩვენი სოფელი
2
პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: ლაშის თემში შემავალი სოფლების ისტორია, კულტურა, ტრადიციები.
3.
პროექტის აქტუალობამოსწავლეები შეისწავლიან ლაშის თემში შემავალი სოფლების ისტორიას, მოიძიებენ ცნობებს სოფლის ღირსშესანიშნაობების შესახებ, მოიპოვებენ ლეგენდებს და თქმულებებს.
4.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია მშობლიური სოფლის წარსულისა და აწმყოს შესახებ, გააცნონ ფართო საზოგადოებას.
გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ -ჩვევების განვითარება, ინტერვიუს აღება, მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით.  თანამშრომლობისა და კვლევითი უნარ ჩვევების განვითარება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება.       
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი 14-15 წელი Xკლასი
6. ვადები/ხანგრძლივობაორი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნასფოტოები, ვიდეო მასალა, სტატიები ლაშის თემში შემავალი სოფლების შესახებ, პროექტის ვებ გვერდი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, ინტერნეტი,  ციფრული კამერა, ან ტელეფონი, დამხმარე ლიტერატურა. თაბახის ფურცლები და საწერ კალმები.
9. პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:  
1.პროექტის იდეის გაცნობა
2.მოსწავლეების მიერ პროექტთან დაკავშირებული აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება.
3. ორგანიზაციული საკითხების მოგვარება: ფუნქციების განაწილება, კონკრეტული დავალებების მიცემა.
4.მუშაობის დაწყება: მოსწავლეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვაძლევ დავალებას მოიძიონ საკუთარი სოფლის შესახებ ისტორიული მასალა, მასალები სოფლის ღირსშესანიშნაობების შესახებ, ტოპონიმები, ლეგენდები და თქმულებები.
5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა და მასალების განთავსება ბლოგზე.
6.პროექტის შეფასება:
შეფასებისას დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი  იქნება ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, პრეზენტაციის უნარი, მსჯელობა, წერითი ნამუშევარი (ისტორიული თემა).
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ კავშირი:ამ პროექტზე მუშაობისას მოსაწვლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებაში, ბიოლოგიაში, გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები ისტ ტექნოლოგიებში.
                                                                ისტორია
ისტ.X. 2.  მოსწავლეს შეუძლია ისტორიის ძირითად  და დამხმარე დარგებზე მსჯელობა  და მათი სპეციფიკის  განსაზღრა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·                     მსჯელობს დიდი არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგებზე, აკეთებს პრეზენტაციას მის მიერ არჩეული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ.
·                       მსჯელობს ეთნოლოგია/ეთნოგრაფიული მასალების მნიშვნელობაზე, კლასგარეშე აქტივობის გზით (სამუზეუმო ექსპონატების გაცნობა, საველე გასვლითი სამუშაოს შედეგად მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალის გაცნობა)მოპოვებული მასალის საფუძველზე მსჯელობს ყოფა-ცხოვრების ძირითად მახასიათებლებზე და ტრადიციული ყოფა-ცხოვრების ძირითად ელემენტებს ადარებს თანამედროვე ყოფას; აკეთებს პრეზენტაციას მის მიერ არჩეული საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის ტრადიციული ყოფა-ცხოვრების შესახებ;

ისტ.X.4მოსწავლეს შეუძლია  აანალიზ და შეაფას ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე

·   მსჯელობს ისტორიული ინტერპრეტაციის ჰიპოთეტურ ხასიათზე და აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ისტორიული ინტერპრეტაცია შეიძლება გადაფასდეს ახალი  მასალის მოძიების (გამოქვეყნების) შემთხვევაში; 
·    ასხვავებს ისტორიულ ფაქტს ისტორიული ინტერპრეტაციისაგან.
ისტ.X.5. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    აღიქვამს ეთნოგრაფიული და არქეოლიგიური მონაცემების, როგორც საისტორიო წყაროს, მნიშვნელობას; 
ისტ.X.6მოსწავლეს შეუძლია   აანალიზ პირველად და მეორად წყაროებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·     ფლობს ინფორმაციას ისტორიული დოკუმენტის შექმნის თარიღის და ადგილის შესახებ; წყაროს შეფასებისას მხედველობაში იღებს, თუ რამდენად არის დაშორებული იგი დროისა და ადგილის თვალსაზრისით მასში გადმოცემული ისტორიული მოვლენებისგან;
·     აღიქვამს ისტორიულ ეპოქას: აყალიბებს მისთვის საინტერესო ეპოქაში არსებულ ფასეულობებს, შეხედულებებსა და შესაძლებლობებს; აღწერს, თუ როგორ აღიქვამდნენ იმ პერიოდის ადამიანები თავიანთ ეპოქას) ცდილობს თავიდან აიცილოს წარსული ეპოქის  მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან შეფასება.
ისტ.X.8მოსწავლეს შეუძლია   ისტორიულ თემ დაწერ.


პროექტის ხელმძღვანელიეთერ ლომსაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის ისტორიის  მასწავლებელი.
პროექტის ხელმძღვანელის ელ ფოსტა: eterilomsadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://lashissajaroskola.blogspot.com